მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია

 

სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ადამიანური რესურსების მიმართულებით მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის №11 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - „ბათუმის ბულვარი“-ს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს სსიპ - „ბათუმის ბულვარი“-ს ადამიანური რესურსების მიმართულებით მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის დოკუმენტი თანდართული დანართის შესაბამისად (იხ: დანართი - 1, ორი ფურცელი);

2. ბრძანება გაეცნოს ყველა დაინტერესებულ პირს;

3. წინამდებარე ბრძანების შესრულებაზე კონტროლს დავაწესებ პირადად;

4. წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30), მისი ძალაში შესვლიდან (ან/და ჩაბარებიდან) 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

 

ლაშა მიქელაძე

დირექტორი სსიპ "ბათუმის ბულვარი"

 

იხ. თანდართული ბმული

1 დანართი 1 მონაცემებთან დაკავშირებით ინფორმაციის აღრიცხვა.