იასონ გორდეზიანის სკვერი

 ბულვარის ისტორიულ ნაწილში, კოლონადების მიმდებარედ,  ქართველი მებაღის, იასონ გორდეზიანის სახელობის სკვერი მდებარეობს, რომელიც 2019 წელს მოეწყო და მოიცავს 700 კვადრატულ მეტრ ფართობს. სკვერის პროექტმა საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში მოიპოვა გამარჯვება, როგორც საუკეთესო ლანდშაფტურმა პროექტმა. თავდაპირველად, ამ სივრცეში განთავსდა იასონ გორდეზიანის ძეგლი, რომელიც ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ ირაკლი წულაძემ შექმნა. სკვერში მოწყობილი პრივატული ზონა წარმოადგენს საბაღე სკამებით გაწყობილ მცირე ზომის მოედანს, რომელიც  განათებულია დეკორატიული სანათებით. სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული ბუჩქებისა და ხე-მცენარეების დახმარებით, შექმნილია ფრანგული კლასიციზმისთვის დამახასიათებელი ორნამენტული გამწვანება, რომლებიც კონტრასტული ფერებით გამოიყოფა ერთმანეთისგან.