იაპონური ბაღი

ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ვიზიტირებადი ადგილი „იაპონური ბაღი“  2015 წელს გაშენდა. ბაღი  4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა მოწყობილი, რომელიც დაგეგმარებულია იაპონური ბაღებისათვის დამახასიათებელი ლანდშაფტური დიზაინითა და ელემენტებით. იაპონური კულტურის შემადგენელი მნიშვნელოვანი შტრიხები, როგორიცაა:გაზებოს ტიპის ფანჩატური, წყლის გუბურა ხიდით, ქვის სანათურები და იაპონური კარიბჭე ტორი სტუმრებს ნამდვილ იაპონურ სამყაროში ამოგზაურებს.  ბაღში დარგულია იაპონური კულტურისთვის დამახასიათებელი ათეულობით მცენარე, როგორიცაა  ნეკერჩხალი, საკურა, ღვია, აზალია და ა.შ. ბაღი ყოველწლიურად იძენს ახალ კომპოზიციებს კუნძულების სახით, რომლებიც ერთმანეთს ბილიკებით უკავშირდება. სკვერის გაფართოების მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა 2017 წლის 23 აგვისტოს, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 121 690 ლარი, სამუშაოები შეასრულა კომპანია შპს „ინტერტექნოლოგიმ“.