გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის 2023 წლის ანგარიში ვრცლად
2023 წელს გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ, საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
- ბულვარის ტერიტორიაზე მწვანე საფარის შენარჩუნება და სახეობათა მრავალფეროვნების გასამდიდრებლად შეძენილი იქნა და დაირგო 2874 ძირი სხვადასხვა სახეობის მრავალწლოვანი ხე-მცენარეები;
- ბულვარის ტერიტორიაზე თემატური საყვავილე კლუმბების მოსაწყობად შეძენილი იქნა და დაირგო 215200 ძირი ერთწლოვანი სხვადასხვა სახეობის ყვავილის ჩითილი;
- აგროტექნიკური სამუშაოების წარმოების წესების დაცვით ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაოებისათვის (დარგვა,განოყიერება) და მიწის საფარის გამდიდრებისათვის შეძენილი იქნა და გაიხარჯა 100 კბ.მ ტორფის სუბსტრატი;
- ბულვარის ტერიტორიაზე დაზიანებული გაზონის აღდგენისათვის ბუნებრივი ბალახის კორდის (ბელტი) 1250 კვ.მ. შეძენა,
- მავნებლებისა და დაავადებების საწინააღმდეგო გეგმიური და პრევენციული სამუშაოების წარმართვის მიზნით შეძენილი იქნა და ტერიტორიაზე გაიხარჯა სხვადასხვა სახის მინერალური და ორანული სასუქი, შხამ ქიმიკატები;
- ბულვარში არსებული სხვადასხვა მცენარეებისათვის პირველად მომზადდა ალიკაბონდის მასალით ინდივიდაულური ,,პასპორტი“ (სტიკერები) 100 ცალი, რომელიც მიკრულია შესაბამის ხე-მცენარეებზე.
- 2023 წლის მანძილზე ბულვარის ტერიტორიაზე შესაბამისი სპეციალისტების მიერ შესწავლილი იქნა და გამოვლინდა ამორტიზებული, ხმელი, ხმობადი და საფრთხის შემცველი სხვადასხვა სახეობის ხეები სულ 86 ძირი. აღნიშნული მცენარეები მოიხერხა და საშეშე მასალა ჩაბარდა ქ. ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტის საწყობში.
- 2023 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეთა ინვენტარიზაცია, რაც გულისხმობს მცენარეების აღწერას ბოტანიკური სახელწოდებით, მათი წარმოშობის ქვეყნის, სასიცოცხლო ფორმის (ხე, ბუჩქი, ლიანა და სახვა) და სავარაუდო ასაკი
- სამეურნეო ტექნიკის გამართულად მუშაობისათვის სხვადასხვა სათადარიგო, სათიბი და საკრეჭი ნაწილების შეძენა;
- გეგმიური სამუშაოები გარდა აღნიშნული პროგრამების შესრულებისა, რომელიც ემსახურება ბულვარის ტერიტორიაზე არსებული მწვანე მცენარეების განახლების, აღდგენის, განოყიერების, დაცვის (მავნებელ-დაავადებების) და მოვლა პატრონობისა, სამსახურის მიერ მიმდინარეობდა დამატებით მცენარეების მოვლისა და მათი მაღალი დეკორატიული ღირებულების ფორმირების სამუშაოები, კერძოდ: 1. მცენარეების გათოხვნა; 2. მცენარეების გახუჭვა; 3. პალმების გასხვლა; 4. ხე-მცენარეების (ყვავილების) მორწყვა. 5. ზამთრისათვის ჭიგოების დასმა; 6. მცენარეთა ახვევა; 7. ცელვა;
- 2023 წელს ახალ ბულვარში არსებული სარბენი ბილიკებისათვის, ქვიშის სტადიონისთვის და სავარჯიშო კუთხეებისთვის მოხდა, ყვითელი ქვიშის შეძენა. ( 80 კბ.მ. )