გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის 2020 წლის ანგარიში
2020 წელს გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ სრულყოფილად შესრულდა ბულვარის მთელ ტერიტორიაზე ყველა ის აგროტექნიკური სამუშაოები, რაც წლის განმავლობაში გეგმით იყო გათვალისწინებული. სრულ პერიმეტრზე ხე-მცენარეების მოვლითი სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. კერძოდ: გადაბარვის წინ შეტანილი იქნა 227კბ.მ. ტყის მიწა და 114 კბ.მ. ორგანული სასუქი - საქონლის ნაკელი. 6,5 ტონა მინერალური სასუქი (ამონიუმის გვარჯილა და კომბინირებული სასუქი NPK). მთელი წლის განმავლობაში ნიადაგი უფხვიერდებოდა 27 ათას ძირ ახალგაზრდა ხე-მცენარეს. ასევე გაზაფხულსა და შემოდგომაზე დეკორატიული გასხვლა-გაფორმება ჩაუტარდა 15 500 ძირ სხვადასხვა სახის ბუჩქოვან და ახალგაზრდა ხე-მცენარეებს.
მავნებელ დაავებათა წინააღმდეგ შხამქიმიკატებით 5-ჯერ შეიწამლა დაფნები, ირმის რქები, ვარდები, ილექსები, მარადმწვანე მუხები, სხვადასხვა სახის ბუჩქოვანი მცენარეები და ერთწლოვანი ყვავილები, ამასთან ერთად ჰერბიციდებით შეიწამლა 250 ათას კვ.მ.-ზე სავალი გზები, მოედნები, სანაპირო ზოლი სარეველა ბალახების მოსასპობად.
საყვავილე კლუმბებში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე დაირგო 491 420 ძირი სხვადასხვა სახის ერთწლიანი ყვავილის ჩითილი, მათ შორის: გაზაფხულზე - 318 920 ძირი და შემოდგომაზე - 172 500 ძირი, მეჩხრიანობის სალიკვიდაციოდ კი დარგული იქნა 1355 ძირი დეკორატიული ხე-მცენარის ნერგი. აღსდგა გადათელილი გაზონები და დაეგო კორდის ბელტი 3500 კვ.მ.-ზე.
შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდა ახალგაზრდა ხე-მცენარეებისა და პალმების გამოსაზამთრებლად. 7550 ძირ ახალგაზრდა ხე-მცენარეს დაესო ჭიგო და აიკვრა, ხოლო 2500 ძირზე მეტ ახალგაზრდა პალმის ჯიშებს.
აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, მთელი სეზონის განმავლობაში, ყოველდღიურად ტარდებოდა ისეთი სახის სამუშაოები, როგორიცაა გაზონების გაცელვა 35 ჰექტარზე თვეში 2-3-ჯერ. სისტემატიურად ირწყვებოდა გვალვის დროს ერთწლიანი ყვავილები და ახალგაზრდა ხე-მცენარეები, სარეველებისაგან იწმინდებოდა და ითოხნებოდა საყვავილე კლუმბები და ქოთნები, პალმებისა და ხე-მცენარეების შტამპები იწმინდებოდა ხავსისა და ხმელი ტოტებისაგან და სხვა.