ახალი სკვერი კოლონადებთან
2023 წელს, ძველ ბულვარში კოლონადას მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო. სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 2000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა. საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები, დაიგო დეკორატიული ქვიშის ორნამენტული საფარი და დამონტაჟდა გარე განათება. ასევე, პროექტის ფარგლებში განთავსდა საბაღე და ხის სკამ-საქანელები.
სკვერში არსებული უკრაინელი საზოგადო მოღვაწეების ტარას შევჩენკოსა და ლესია უკრაინკას ბიუსტების პედესტალს კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და მარმარილოს ფილებით მოპირკეთდა. ასევე, დაირგო სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარეები.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „როდამ“ გახორციელა. ახალმა სარეკრეაციო სივრცემ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა არსებული ტერიტორიის იერ-სახე და დამატებითი მიზიდულობის ადგილი შექმნა ვიზიტორებისთვის. პროექტი განაშენიანების გეგმის მიხედვით შემუშავდა სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო“-ს ნებართვის საფუძველზე.
ბათუმის ბულვარში კოლონადების მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოების ტენდერი 2023 წლის 31 აგვისტოს გამოცხადდა. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 116 190.98 ლარი, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიაა შპს „როდა“.