ბულვარის ევკალიპტები
იცოდით, რომ ბულვარის ცენტრალურ ნაწილში, სასტუმრო ინტურისტების წინ, ბაღის ყველაზე ძველი ევკალიპტის ხე მდებარეობს? ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხე ამ ადგილზე თავად მიხეილ დალფონს დაურგავს. სწორედ ამ ხის დარგვით და მის მიმდებარედ მაგნოლიების ხეივნის მოწყობით დაიწყო 1881-1884 წლებში ბათუმის ბულვარის განაშენიანება.
ევკალიპტი-eucalyptus, მარადმწვანე, მოყვავილე, ხე-ბუჩქოვანი, მირტისებრთა (myrtaceae) ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომელიც დაახლოებით 600 სახეობას აერთიანებს. იგი 160 მეტრამდე სიმაღლის იზრდება. ევკალიპტი გავრცელებულია ავსტრალიაში, ასევე შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკულ ზონაში. XIX საუკუნის 80 იანი წლებიდან, საქართველოში ევკალიპტის, როგორც დეკორატიული მცენარის, ასამდე სახეობაა კულტივირებული. მას ფართო გამოყენება აქვს, მის მერქანს იყენებენ გემთმშენებლობაში, ავეჯის დასამზადებლად და სხვა მრავალი საყოფაცხოვრებო მიზნისთვის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოყენება მედიცინაში აქვს. მისი სამკურნალო თვისებები აღმოაჩინეს ავსტრალიელმა აბორიგენებმა. ბულვარის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ უძველესი ევკალიპტის ხეებია შემორჩენილი, რომელიც დალფონსის მიერაა დარგული, გასული საუკუნის 30 იან წლებში. სწორედ ევკალიპტის უნიკალურ სამკურნალო თვისებებს უკავშირებენ შავი ზღვისპირეთში, კერძოდ აჭარაში, მალარიის დამარცხებას. მას სიცოცხლის ხესაც კი უწოდებენ. ბულვარის ტერიტორიაზე, 52 ძირი ევკალიპტის ხე დგას.