15.06.2022

ბულვარის ადპტირებული პლაჟები, ღიაა ვიზიტორებისთვის

15 ივნისიდან, ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა ადაპტირებული პლაჟით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვიზიტორებისთვის.

ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სასტუმრო კემპინსკის და გრიბოედოვის ქუჩების გასწვრივ მდებარე სანაპიროებზე მოწყობილია ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე და გასახდელი.

  პლაჟზე განთავსდა ტივტივა ეტლები, რომელთა დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ზღვაში დამოუკიდებლად შეძლებენ შესვლას.

ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო არის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ბულვარის მიერ სპეციალურად გამოყოფილი დამხმარე პერსონალი გაუწევს მომსახურებას.

 გარდა ახალი ლოკაციისა, სსიპ ბათუმის ბულვარი მუშაობს ადაპტირებული პლაჟის რიგირთ მესამე პროექტზე, რომელიც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი მიმდენარე სოზონის განმავლობაში გახდება.