ბათუმის ბულვარში ორ ლოკაციაზე ახალი სავარჯიშო სივრცეების მოწყობა დასრულდა

ფიტნეს ზონაში ახალი ტიპის, სხვადასხვა დატვირთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შშმ პირებზე ადაპტირებული ინვენტარი დამონტაჟდა, რომლითაც სარგებლობას მოყვარულებთან ერთად პროფესიონალი სპორტსმენებიც შეძლებენ.
ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება, რაც მოიცავს ძველი ინვენტარის ახლით ჩანაცვლებას და სპორტული სივრცეების სრულად კეთილმოწყობას.
პროექტი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და ვიზიტორების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას გამართულ სპორტულ სერვისებზე.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881