სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.
‘ბათუმის ბულვარი’ ახორციელებს მის სარგებლობაში არსებული ქონების მართვასა და მოვლა-პატრონობას, უფლებამოსილია ეს ქონება სარგებლობაში გასცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით და ამისათვის დაადგინოს შესაბამისი პირობები, ახორციელებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის საჭირო და აუცილებელ ღონისძიებებს, ვიზიტორებისათვის ქმნის დასვენებისა და ტურიზმის ხელსაყრელ გარემოს და ატარებს მწვანე ნარგავების მოვლის, აღდგენის და განახლების სამუშაოებს ბულვარის ტერიტორიაზე.
ძველ ბულვარში არსებული საბავშვო კუთხის განახლება-რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
ბათუმის ბულვარში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამწვანებითი ღონისძიებები
ბათუმის ბულვარში ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.