ახალი სკვერი ახალ ბულვარში

2025 წელს, ბათუმის ახალ ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარედ, 3 000 კვ.მ ფართობზე მოწყობილი ახალი სკვერი მნიშვნელოვანი რეკრეაციული შენაძენია ქალაქისთვის. ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარეები და პალმები. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები და დაიგო დეკორატიული ფილები. დამონტაჟდა თანამედროვე დიზაინის საჩრდილობლები, გარე განათების სისტემები და დასასვენებელი სკამები. განახლებული სივრცე იდეალურ გარემოს ქმნის როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე ბათუმის სტუმრებისთვის ზღვისპირა ზოლში დასასვენებლად. პროექტი, რომლის ბიუჯეტმაც 377 800 ლარი შეადგინა, კომპანია შპს „New Energy“-მ შეასრულა.