სანაპირო ზოლზე დამატებით უფასო საშხაპეები და გასახდელები განთავსდება

პროექტის დასახელება: სანაპირო ზოლზე დამატებით უფასო საშხაპეები და გასახდელები განთავსდება.

პროექტის აღწერა: ტურისტული სეზონისათვის პლაჟზე დამატებით 3 უფასო საშხაპე და 2 გასახდელი მოეწყობა. ზაფხულის პერიოდში აღნიშნული საშხაპე-გასახდელით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.

პროექტის მიზანია: ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების მოთხოვნების შესაბამისი კომფორტული პირობების შექმნა და მაქსიმალური ხელმისაწვდომობა საპლაჟო ინფრასტრუქტურის სერვისებით სარგებლობაზე.

პროექტის შესრულების განრიგი/ბიუჯეტი

სსიპ ბათუმის ბულვარმა აღნიშნულ პროექტზე ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის 15 თებერვალს გამოცხადდა. ამ ეტაპისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა -შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ბიუჯეტიდან 50 ათასი-ლარია გამოყოფილი.