ისტორიული კოლონადას რეაბილიტაცია - რეაბილიტაცია

პროექტის აღწერა:ბათუმის ბულვარის კოლონადას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს მთლიანი კოლონადის ზედაპირის და დეკორატიული ელემენტების პირვანდელი სახით აღდგენას. სარეაბილიტაციო სამუშაოები იწარმოება კულტურული მემკვიდრეობის კანონის შესაბამისად რესტავრატორის ჩართულობით. კოლონადის კიბეებზე დაზიანებული მოზაიკური საფარი ჩანაცვლდება ახალი, იდენტური ფერისა და ფრაქციის მქონე ზედაპირით. სვეტებზე დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა და ჩატარდება სამღებრო სამუშაოები.

ბიუჯეტი: 164 344 ლარს შეადგენს.