ძველ ბულვარში არსებული საბავშვო კუთხის განახლება - რეაბილიტაცია
პროექტის დასახელება:ძველ ბულვარში არსებული საბავშვო კუთხის რეაბილიტაცია
პროექტის აღწერა:პროექტის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი კუთხე გაფართოვდა და დაემატა 20-მდე ახალი ხის ატრაქციონი. სრულად განახლდა საბავშვო ინფრასტრუქტურა:მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო პანდუსებით, ბეტონის დეკორატიული ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით; დაწყებულია ქვედა და ზედა მოედანზე კაუჩუკის საფარის დაგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა შპს ,,მონოლითი-2005 “-მა.
ბიუჯეტი: 342 000 ლარს შეადგენს.