ბამბუკების ნაკრძალში დეკორატიული განათება მოეწყო

ძველ ბულვარში არსებული ბამბუკების ნაკრძალის განახლების მიზნით, დეკორატიული გარეგანათების მოწყობის პროექტი დასრულდა. პროექტის ფარგლებში ბამბუკების კორომში თანამედროვე დიზაინის დეკორატიული სანათები დამონტაჟდა, რომლებიც არსებულ ლანდშაფტთან სრულ თანხვედრაშია და გამწვანებულ სივრცეს ღამის საათებში განსაკუთრებულ იერს სძენს. დეკორატიული განათების მოწყობამ ხელი შეუწყო ბათუმის ბულვარის ისტორიული სივრცის უკეთ წარმოჩენას და მისი ვიზუალური გარემოს გაუმჯობესებას. შემსრულებელი კომპანია შპს „ჯმ. ჯგუფი“,  პროექტის  ღირებულებამ 85 277 ლარი შეადგინა.