ახალი თანამედროვე სავარჯიშო სივრცეები

პროექტის დასახელება: ახალი თანამედროვე სავარჯიშო სივრცეები

პროექტის მიზანი: ქალაქის საჯარო სივრცეებში მოსახლეობისთვის ჯანმრთელი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ფიზიკური აქტივობისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა.

 პროექტის აღწერა: ახალ ბულვარში („აკვა-პარკის“ ტერიტორიაზე) და ძველ ბულვარში (დელფინარიუმის მიმდებარედ) მოეწყო ღია ცის ქვეშ განთავსებული ფიტნეს ზონები. სივრცეები სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტრენაჟორებით.

 კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა:

  • ფუნქციურად მრავალფეროვანი და პროფესიონალური სპორტული ინვენტარის მონტაჟი;
  • მოსასვენებელი სივრცეების გადახურვა;
  • კაუჩუკის საფარის მოწყობა;
  • ინდუსტრიული სანათების დამონტაჟება.

პროექტის შემსრულებელი: შპს „მშენებელთა ჯგუფი“, შპს ,,ბლექსი პლიუსი“

პროექტის ბიუჯეტი: 795,727 ლარი