ყავის ფესტივალი
ბათუმის ბულვარმა სამი დღის განმავლობაში ყავის ფესტივალს უმასპინძლა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ყავის მომზადების მასტერკლასები, ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მუსიკალური ღონისძიებები და საბავშვო აქტივობები.
ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მიზანია ყავის კულტურის პოპულარიზაცია, რეგიონში მრავალფეროვანი კულტურული გარემოს შექმნა, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა, ასევე ბათუმის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და კულტურული ტურიზმის განვითარება.