ბათუმში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ,,EBIT 2026
ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენა „EBIT 2026“ გაიხსნა, რომელიც რეგიონში ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.
წელს პირველად, გამოფენაში ბათუმის ბულვარიც ღებულობს მონაწილეობას, რომელიც დამთვალიერებლებს ქალაქის მთავარი სარეკრეაციო სივრცის გაცნობას სთავაზობს. ბულვარის სტენდთან წარმოდგენილი იყო საპრომოციო და ბრენდირებული მასალები ბულვარის ღირშესანიშნაობების შესახებ.
გამოფენის ფარგლებში, ბათუმის ბულვარის სტენდი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ქალაქ ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ბათუმის ბულვარის დირექტორი, არჩილ ანთაძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
საერთაშორისო გამოფენა „EBIT 2026“ კომპანია „ექსპო ბათუმის“ ორგანიზებით იმართება და მასში მონაწილეობას იღებს 90-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია.