26 მაისი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარში ტრადიციულად სადღესასწაულო გარემო შეიქმნა. ბულვარის მთავარი ღირსშესანიშნაობები -კოლონადები და „ალი და ნინოს“ ქანდაკება საქართველოს სახელმწიფო დროშებით მოირთო. ეროვნული სიმბოლიკით გაფორმებული გარემო ვიზიტორებს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას შეახსენებს.