27.08.2026
ვეტერანთა საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ ქართულ ნარდში მამაკაცთა შორის ღია ტურნირს უმასპინძლა
ტურნირის შედეგად სამი საპრიზო ადგილი გამოვლინდა. გამარჯვებულები ბათუმის ბულვარის დირექტორმა არჩილ ანთაძემ, მოადგილეებთან ზაურ თურმანიძესთან და სოფიკო გუჯაბიძესთან ერთად სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
კლუბ „ნონას“ წევრებმა მადლობა გადაუხადეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას სხვადასხვა აქტივობისა და ვეტერანთა ინიციატივების მხარდაჭერისთვის.
აღსანიშნავია, რომ სსიპ ბათუმის ბულვარის ორგანიზებით სამაგიდო თამაშებში ყოველწლიურად არაერთი შეჯიბრი და ღია ტურნირი იმართება.