09.03.2020
ვეტერანთა საჭადრაკო კლუბ „ნონა“-მ ქართულ ნარდში ორდღიან ღია ტურნირს უმასპინძლა
დღეს, ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულები სიგელებით, მედლებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
ღია შეჯიბრი 7- მარტს დაიწყო და ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს და მომავალში ფართომასშტაბიანი შეჯიბრების ჩატარებას შეუწყობს ხელს.
დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ბათუმის ბულვარის ორგანიზებითა და აჭარის ვეტერანთა სპორტის ფედერაციის ხელშეწყობით გაიმართა.