04.07.2022

ტურისტულ სეზონზე ბათუმის ბულვარში მორეცხვითი სამუშაოები რეგულარულად ჩატარდება

დილიდან, ბათუმის ბულვარში დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, სასეირნო ბილიკები, ველობილიკი და საბაღე ინფრასტრუქტურა ირეცხება. მორეცხვის სამუშაოები, რომელსაც შპს “სანდასუფთავება” ახორციელებს გეგმურია და იგი სეზონის განმავლობაში რეგულარულად ჩატარდება. დასუფთავების პროცესს ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მიქელაძე, შპს „სანდასუფთავების“ დირექტორის მოადგილეები ვლადიმერ ხუბულავა და ჯემალ დიასამიძე, პირადად გაეცნენ.