28.06.2019

ბათუმის ბულვარის განცხადება

სსიპ ბათუმის ბულვარი ზაფხულის სეზონის განმავლობაში მზადაა უფასოდ დაუთმოს სივრცე მხატვრებს და ხელოვანებს თავიანთი შემოქმედების წარმოსაჩენად.

სპეციალურად გამოყოფილი სივრცე ცენტრალურ შესასვლელთან, ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე იქნა შერჩეული, კერძოდ, ბულვარის მთავარი შადრევნების მარჯვენა მხარეს მდებარე ხეივანში.

სსიპ ბათუმის ბულვარის მიზანია მხატვრებისა და ხელოვანი ადამიანების შემოქმედება წარმოდგენილი იყოს არა ქაოტურად, არამედ ერთ სივრცეში და მიეცეს კოლორიტული და ტრადიციული სახე.

დაინტერესების შემთხვევაში, ხელოვანებს შეუძლიათ მიმართონ სსიპ ბათუმის ბულვარს და შეათანხმონ გამოფენების ვიზუალური და პრაქტიკული დეტალები.