05.11.2025

სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თანამდებობაზე არჩილ ანთაძე დაინიშნა

ახალი ხელმძღვანელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, ბულვარის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა.არჩილ ანთაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. 2008 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება აქვს, რაც ბულვარის ეფექტიან მართვასა და განვითარების სტრატეგიის წარმატებულ განხორციელებას შეუწყობს ხელს.