14.04.2018

ძველ ბულვარში იასონ გორდეზიანის სკვერი მოეწყობა

ბათუმის ბულვარში იასონ გორდეზიანის ძეგლთან ახალი სკვერი ეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს დღეს მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბულვარის ხელმძღვანელთან ირაკლი ჯინჭარაძესთან ერთად გაეცნო.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ქვაფენილებისა და ბორდიურების მოწყობა. პროექტის ფარგლებში,დაგეგმილია დეკორატიული საბაღე სკამების განთავსება და მრავალწლოვანი ხე-მცენარეების დარგვა.

სკვერის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო და ივნისის ბოლომდე დასრულდება.