27.05.2019

ბულვარის გაზაფხული-ზაფხულის გამწვანებითი სამუშაოები

გაზაფხული-ზაფხულის გამწვანების სამუშაოები რამდენიმე კვირაა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა.

განახლდა საყვავილე კლუმბების დიზაინი და დაირგო რამდენიმე სახეობის ყვავილი, მათ შორის, ფერადად მოყვავილე ბეგონია, სალვია, ტაგეტესი, ცინია, პორტულაკი, პეტუნია, ვინკა.

ბათუმის ბულვარის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ზრუნავს ასევე ბულვარის ტერიტორის მრავალწლიანი ხე-მცენარეებით განახლებაზე.

დაირგო 854 ერთეული სხვა და სხვა ჯიშის პალმა, მიმოზა, ფიჭვი, მუხა, ტუია, ცრუქაფური.

ახალი მწვანე საფარით განახლდა ზოო-კუთხისა და ფიჭვნარის ტერიტორიები.

სეზონის დაწყებამდე, დამატებით, დაირგვება 4 ათასზე მეტი მარადმწვანე ხე-მცენარე, მათ შორის ფოტინიები, აზალიები, ვარდები, ემონიმუსები, ჰორტენზიები და სხვა.