11.08.2020

სოციალური პლაჟი „Conte Beach”

ბათუმის ბულვარი წლევანდელ სეზონზე არა მხოლოდ საპლაჟო ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნებით, არამედ სოციალური პროექტებითაც გამოირჩევა. შშმ პირებისთვის განკუთვლინი პლაჟის შემდეგ, გაიხსნა „Conte Beach”, რომელიც სრულიად უფასოდ სთავაზობს დამსვებელებს შეზლონგებსა და ქოლგებს, ასევე ბავშვებისთვის საცურაო აღჭურვილობას და წყალს.

ამავდროულად, პლაჟზე მოწყობილია სპეციალური ადგილი, სადაც ბენდებსა და მუსიკოსებს, ასევე მხატვრებსა და ხელოვანებს შესაძლებლობა მიეცემათ სრულიად უფასოდ წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება.

აღნიშნული პროექტი კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელშიც უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დამსვენებლებისთვის მშვიდი გარემოს შექმნის მიზნით, ჩართულია შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი.