21.05.2026
სასეირნო ბილიკების რეაბილიტაცია
ტურისტული სეზონის მზადების ფარგლებში, სასეირნო ბილიკების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ნ. დუმბაძის და დ. თავდადებულის ქუჩების გასწვრივ, 2 100 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ახალი დეკორატიული ფილები და ბორდიურები.
უკვე დასრულებულია სანიაღვრე ქსელის მილების მოწყობა, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხაურების მონტაჟი. პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სასეირნო სივრცე და სრულად აღმოიფხვრება წყლით დატბორვის პრობლემა. პროექტის მიზანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და კომფორტული დასასვენებელი გარემოს შექმნა.