03.09.2020

პრევენციული ღონისძიებები ბულვარის ტერიტორიაზე

დღეს დილიდან სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ბულვარის სრული ტერიტორია მოირეცხა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სანაპიროს გასწვრივ არსებული პრომენადი, სასეირნო ბილიკები, ველობილიკი.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბათუმის მერიას ბულვარში ჩატარებული პრევენციული სამუშაოებისთვის.

Covid-19 პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს ჯერ კიდევ საზაფხულო სეზონის პერიოდში მყოფი ზღვისპირა პარკის ვიზიტორების უსაფრთხოებას.