17.07.2020

მიმდინარე სამუშაოები ბათუმის ბულვარში

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი  არჩილ ჩიქოვანი ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბულვარში განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის ბულვარის დირექტორთან, ირაკლი ჯინჭარაძესთან ერთად, ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე ვეტერანთა საჭადრაკო კლუბ  ,,ნონა”-ს ეწვია და იქ შეკრებილ ვეტერანებს შეხვდა.

აგრეთვე, სანაპირო ზოლზე დაათვალიერა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით განთავსებული საინფორმაციო დაფები, ბულვარის სანაპიროზე ადაპტირებული პლაჟი, ბრენდირებული გასახდელები, საშხაპეები და ბილიკები.

ადაპტირებული პლაჟი, რომელმაც გასულ წელს წარმატებით იმუშავა, დღეიდან კვლავ განაახლებს ფუნქციონირებას.