04.02.2019
ბათუმის ბულვარის მებაღეები ყოველდღიურ რეჟიმში
ბათუმის ბულვარში ხე-მცენარეების მოვლითი სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დღის განმავლობაში მებაღეების მიერ ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შესრულდა გამწვანებითი სამუშაოები, მოხდა დეკორატიული ბუჩქებისა და მაღალტანიანი ხეების გასხვლა-ფორმირება, პალმებზე ხმელი ტოტების შემოჭრა, გაზონების გაცელვა-დასუფთავება. ბათუმის ბულვარის აგრონომიულ სამუშაოებში ყოველდღიურად 80-მდე მებაღეა ჩართული.