25.11.2026

კონფერენციის მეორე დღე პრაქტიკულ სემინარს დაეთმო

ბათუმის ბულვარის საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღე პრაქტიკულ ვორქშოფს დაეთმო, რომელშიც მონაწილეობდნენ ბულვარისა და ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომლები, ლანდშაფტის სპეციალისტები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. თბილისიდან მოწვეულმა ლანდშაფტის არქიტექტორებმა, ნინო შენგელიამ და თამარ თავართქილაძემ, მონაწილეებს ორი თემატური მოდული წარუდგინეს: „ლანდშაფტის ლაბორატორია, ჩანაფიქრიდან მოვლის კონცეფციამდე“ და „სივრცის წაკითხვა და ლანდშაფტის ფორმირება“. ვორქშოფი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებსა და სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებში. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ლანდშაფტის მიმართულებით არსებულ თანამედროვე მიდგომებს გაცნობოდნენ.