25.11.2026
კონფერენციამ რეკრეაციული სივრცეების მართვის სფეროში დასაქმებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტები გააერთიანა
სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ორგანიზებით გამართულმა საერთაშორისო კონფერენციამ რეკრეაციული სივრცეების მართვის სფეროში დასაქმებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტები გააერთიანა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპეციალურად მოწვეული ლანდშაფტის სფეროს წარმომადგენლები ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, ფინეთიდან და თურქეთიდან. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა პრეზენტაციების საშუალებით წარმოადგინეს თავიანთი მოხსენებები.
მომხსენებლებს შორის იყვნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბათუმის გამწვანების სამსახურის, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის, კომპანია „სილქ დეველოპმენტის“ და 21-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლები, ასევე, ლანდშაფტის დიზაინერები თბილისიდან და ქუთაისიდან.