20.03.2019

ახალ ბულვარში საბავშვო კუთხე განახლდება

ბათუმის ბულვარმა ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობაზე ელექტრონული ტენდერი დღეს გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა ხის ატრაქციონების, კაუჩუკის საფარისა და ადაპტირებული სკამ-საქანელას მონტაჟი.

სატენდერო პირობები ითვალისწინებს ბავშვთა კუთხის ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალით მოწყობას და პრეტედენტის მხრიდან უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატების წარმოდგენას. საბავშვო ატრაქციონების შესყიდვისათვის ბულვარის ბიუჯეტიდან 408 794-ლარია გამოყოფილი.