11.08.2019

თაფლის ფესტივალი ბათუმის ბულვარში

10-11 აგვისტოს, ბათუმის ბულვარში თაფლის ფესტივალი გაიმართა.

აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 40-ზე მეტი მეფუტკრე მონაწილეობდა, რომლებსაც საქართველოში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან დამზადებული პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი.

 

 ფესტივალზე მისულ ვიზიტორებს გამოფენილი პროდუქციის დაგემოვნების და შეძენის საშუალება ჰქონდათ.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო თაფლის თემატიკის ამსახველი გასართობი ღონისძიებები, კონკურსები და მასტერკლასები.