02.05.2025
გრძელდება სავარჯიშო სივრცეების განახლების ფართომასშტაბიანი პროექტი
გრძელდება სავარჯიშო სივრცეების განახლების ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბულვარში არსებული სავარჯიშო მოედნების მოდერნიზაციასა და ახალი თანამედროვე ტიპის სავარჯიშო კომპლექტებით აღჭურვას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
სავარჯიშო მოედნების კეთილმოწყობა თანამედროვე პროფესიონალური სპორტული ინვენტარით, მოსასვენებელი სივრცეების ორგმინით გადახურვის მოწყობა, ადაპტირებული სავარჯიშოების განთავსება, კაუჩუკის საფარის დაგება და ინდუსტრიული სანათების მონტაჟი.
ამ ეტაპისათვის, უკვე მიმდინარეობს ახალ ბულვარში “აკვა-პარკი”-ს და ძველ ბულვარში, საზღვაო აკადემიის მიმდებარედ არსებული ლოკაციების რეაბილიტაცია.
აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესი გასულ წელს დაიწყო და ეტაპობრივად წელსაც გრძელდება. პროექტის მიზანს წარმოადგენს ფუნქციურად მრავალფეროვანი, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა თითოეულ ვიზიტორს ჰქონდეს წვდომა თანამედროვე და უსაფრთხო სივრცეზე.