10.10.2022

ღვინის დღეები ბათუმში

ბათუმმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა. ღვინის დღეების ფარგლებში, სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს, გაიმართა მასტერკლასები აჭარული ხაჭაპურის მომზადებასა და ჩურჩხელების ამოვლებაში. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ყურძნის დაწურვისა და ჭაჭის გამოხდის პროცესს. აგრეთვე, საფესტივალო ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალი, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება ყოველწლიურ სახეს მიიღებს.