25.05.2026

ძველ ბულვარში კვების ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა

ძველ ბულვარში, ბამბუკების ხეივნის გასწვრივ მდებარე კვების ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა. აღნიშნულ კაფე-ბარს ამოწურული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული სანებართვო ვადა. კვების ობიექტის სადემონტაჟო სამუშაოები ბათუმის ბულვარის მობილურმა ჯგუფებმა განახორციელეს. დემონტაჟის შემდეგ სამშენებლო ნარჩენების გატანა და არსებული ტერიტორიის მოწესრიგება განხორციელდება. აღნიშნული პროცესი ემსახურება რეკრეაციული სივრცის გაუმჯობესებას და მოწესრიგებული დასასვენებელი გარემოს შექმნას.