10.07.2026
ძველ ბულვარში ბამბუკების ნაკრძალის დეკორატიული განათების პროექტი დასრულდა
პროექტის ფარგლებში ბამბუკების კორომში თანამედროვე დიზაინის დეკორატიული სანათები დამონტაჟდა, რომლებიც გამწვანებულ სივრცეს ღამის საათებში განსაკუთრებულ იერს სძენს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბულვარის ერთ-ერთი გამორჩეული მწვანე სივრცე კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა როგორც დღის, ისე საღამოს საათებში. აღნიშნული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა არსებული გარემო.