22.02.2025

დიდთოვლობა ბათუმში

დღეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ბაღის ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ბათუმის ბულვარის დირექტორმა, ლაშა მიქელაძემ, მინისტრს ინფორმაცია პირადად მიაწოდა. დილიდან ბულვარის მობილური ჯგუფები სხვადასხვა ლოკაციაზე ხე-მცენარეებს თოვლის საფარისგან ათავისუფლებენ, ასევე იწმინდება მთავარი საფეხმავლო ბილიკები. თოვასთან დაკავშირებით, ბულვარში შეინიშნება მცირეწლოვანი ბავშვებისა და ახალგაზრდების სიმრავლე. გთხოვთ, გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე მაღალტანიანი ხეების ქვეშ გადაადგილებისას.