23.04.2025
დედამიწის საერთაშორისო დღე
22 აპრილი, დედამიწის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ძველ ბულვარში მრავალწლოვანი ნერგები დარგეს. ყოველწლიურად, გარემოს გაუმჯობესების მიზნით გამართულ ღონისძიებებში მილიონობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. თითოეულ დარგულ ხეს აქვს ძალა შეცვალოს სამყარო. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა კი ბულვარის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, გამწვანებული გარემოს გამდიდრება და გაფრთხილებაა.