21.03.2025

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ბათუმის ბულვარიც შეუერთდა

21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარმა პატარებს მხიარულ გარემოში უმასპინძლა. სხვადასხა გასართობ აქტივობასთან ერთად, ბავშვებმა ნარგავების დარგვაშიც მიიღეს მონაწილეობა, რითაც თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოზე ზრუნვასა და ბულვარის გამწვანების საქმეში. 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს, ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.