24.06.2019
ბრენდირებული უნიფორმები ბათუმის ბულვარში
ბათუმის ბულვარის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლები დღეიდან მუშაობას ახალი ბრენდირებული უნიფორმებით აგრძელებენ.
ოთხ სეზონზე გათვლილი კომფორტული უნიფორმა გათვალისწინებულია როგორც მზიანი, ასევე წვიმიანი ამინდებისთვის.
უნიფორმა ახალი ლოგოთი და ბრენდინგის ფერებით გადაეცა ასევე ბათუმის ბულვარის ტექნიკურ ჯგუფსა და მონიტორინგის სამსახურს.