18.03.2021

ბულვარის თასი - სპორტის სხვადასხვა სახეობაში - ბათუმის ბულვარი ახალ პროექტს იწყებს!

პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და ახალგაზრდების კიდევ უფრო მოზიდვას ბულვარის სივრცეში.

„ბულვარის თასი“ სხვადასხვა პრიზებთან და საპატიო სიგელებთან ერთად გადაეცემა შეჯიბრის 1, 2 და 3 ადგილის მფლობელებს.

„ბულვარის თასი“ გათამაშდება ველო-შეჯიბრში, გარბენში, სკეიტ-პარკის აქტივობებში, მინი-ფეხბურთში, მაგიდის ჩაოგბურთსა და ჭადრაკში, ფრენბურთსა და ქვიშის რაგბში, სტრიტ-ბოლში, შშმ პირთათვის განკუთვნილ სპორტულ სახეობებში და სხვა.

სპორტული ღონისძიებები ჩატარდება პანდემიასთან დაკავშირებული საჭირო რეგულაციების დაცვით. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 555 48 09 33; 0422 27880