14.08.2026

ბათუმის ცენტრალური ბულვარის შესასვლელში, ქორწინების სახლის დემონტაჟის ადგილზე, ახალი შადრევანი მოეწყო

ძველ ბულვარში, ქორწინების სახლის დემონტაჟის შედეგად გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ახალი შადრევანი მოეწყო.

ახალმა შადრევანმა ბულვარის ცენტრალური შესასვლელის იერსახე, ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა, იგი  არსებული მოცეკვავე შადრევნების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს და ერთიან კომპოზიციას ქმნის.