22.09.2025

ბათუმის სანაპიროზე დასუფთავების აქცია მოეწყო

შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. დასუფთავების აქცია, ბათუმის მუნიციპალიტეტის და ბათუმის ბულვარის შესაბამის სამსახურებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. პროცესში საჯარო უწყებების თანამშრომლები და მოხალისე მოქალაქეები ჩაერთნენ. ტერიტორიაზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც ნარჩენების გატანის სამუშაოებს ახორციელებს. სანაპიროს ტერიტორიის პირვანდელი იერსახის აღდგენა უმოკლეს ვადებში დასრულდება.