06.03.2026
ბათუმის ბულვარში უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი მიმდინარეობს
ბათუმის ბულვარში ფიჭვნარის ზონაში განთავსებული ერთ-ერთი კვების ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს.
აღნიშნული ობიექტი რეკრეაციულ სივრცეში მდებარეობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორიის კეთილმოწყობა განხორციელდება.
უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება, რაც ხელს უწყობს ბულვარის, როგორც რეკრეაციული სივრცის იერსახის გაუმჯობესებას, ასევე, ვიზიტორებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას.