04.02.2026
ბათუმის ბულვარში უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი ინტენსიურად გრძელდება
სსიპ „ბათუმის ბულვარის” მობილური ჯგუფები ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასთან ერთად, ბულვარის ტერიტორიაზე უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟს ახორციელებენ.
აღნიშნულის ფარგლებში, ძველ ბულვარში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელსაც ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული აქვს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული სივრცე მოწესრიგდება და სრულად აღდგება მწვანე საფარი. შენობა-ნაგებობა ძველი ბულვარის ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდებარეობს და მისი დემონტაჟი ბულვარის განაშენიანების გეგმის ფარგლებში ხორციელდება.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის მასშტაბით უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟს ინტენსიურად განაგრძობს.