23.06.2026
ადაპტირებულმა პლაჟმა ზაფხულის სეზონისთვის მუშაობა კვლავ განაახლა
ბათუმის ბულვარში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულმა პლაჟმა ზაფხულის სეზონისთვის მუშაობა კვლავ განაახლა.
რესტორან „ძველი გემისა“ და გრიბოედოვის ქუჩის მიმდებარედ სანაპირო ზოლზე მოწყობილია ადაპტირებული ინფრასტრუქტურა — ბილიკი, საშხაპე, გასახდელი და ტივტივა ეტლები, რაც ზღვისპირა დასვენებას ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის.
ჩვენს მომხმარებლებს დამხმარე ასისტენტები უფასოდ გაუწევენ საჭირო მომსახურებას.
ადაპტირებული პლაჟი უკვე მზად არის და ელოდება ერთგულ მომხმარებლებს — ყველას, ვისაც სურს ზღვაზე დასვენება კომფორტულ და თანაბარ პირობებში.
უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაიცვათ პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებულ საინფორმაციო დაფებზე მითითებული წესები.