27.10.2026

ბათუმის ბულვარში საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საყვავილე კლუმბებში სეზონური ყვავილების დარგვა ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 40 000 პრიმულასა და მიხაკის ჩითილის დარგვა იგეგმება.    პარალელურად, მიმდინარეობს სხვადასხვა აგრონომიული სამუშაოები, მათ შორის ხე-მცენარეების გასხვლა-ფორმირება, გაზონების მოწესრიგება, ნიადაგის გაფხვიერება და მწვანე საფარის სარეველებისგან გაწმენდა.   საშემოდგომო სამუშაოები ბათუმის ბულვარის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლების ჩართულობით მიმდინარეობს